უკრაინული მედია – უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთისგან 1 000 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა, – ინფორმაციას უკრაინული მედია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად უკრაინაში 1 000 ცხედარი დაბრუნდა, რომლებიც რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინის დამცველებს ეკუთვნით“, – აცხადებს უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი.
შტაბის ცნობით, შესაბამისი ორგანოები ცხედრების იდენტიფიცირების მიზნით ექსპერტიზას ჩაატარებენ.
რუსული მხარე აცხადებს, რომ გაცვლის ფარგლებში უკრაინამ მოსკოვს 38 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მღებრიშვილი: და თქვენც თუ გკითხათ ოდესმე მათმა შვილმა, იცნობდით თუ არა მას, უპასუხეთ რომ იცნობდით და მას ძალიან, ძალიან მაგარი დედა, ან მამა ჰყავდა. უპასუხეთ და ერთი წამით არ იფიქროთ რომ ტყუილს ამბობთ