უკრაინული მედია – რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის დედაქალაქ ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსების თავდასხმის შემდეგ ხანძარი სვიატოშინსკის რაიონში არასაცხოვრებელ შენობას, ხოლო დარნიცკის რაიონში კერძო სახლს გაუჩნდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში ხანძარი ლოკალიზებულია.
რუსული ძალების თავდასხმის შედეგად სვიატოშინსკის რაიონში ორი ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი