რუსეთის ქალაქ რიაზანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რიაზანის მოსახლეობის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შემდეგ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით 64 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
უწყების განცხადებით, თავდაცვის სისტემებმა ყველაზე მეტი, 25 დრონი, რიაზანის ოლქში გაანადგურეს.




