უკრაინულმა მედიამ რადის ყოფილი დეპუტატი ილია კივას ლიკვიდაციის ადგილზე გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. როგორც ირწმუნებიან, ვიდეო მათ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) წყარომ მიაწოდა.
უკრაინის რადის ყოფილი დეპუტატი ილია კივა 6 დეკემბერს, მოსკოვის მახლობლად, სასტუმრო Величъ Кантри Клаб-ის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აიღო.
კივა 2014 წლიდან პარტია Правый сектор-ის წევრი იყო. 2017 წელს გახდა უკრაინის სოციალისტური პარტიის ლიდერი. იბრძოდა დონბასში, სეპარატისტების წინააღმდეგ. 2019 წელს მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ხმების 0.03% მოაგროვა. 2019-2022 წლებში იყო უკრაინული რადის წევრი. ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა უკრაინა და კრემლის პროპაგანდისტი გახდა.