უკრაინული მედია – რუსებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ობიექტს დაარტყეს, 3 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

რუსებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ობიექტს დაარტყეს, 3 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ბაზას გუშინ, 29 ივლისს დაარტყეს.
„29 ივლისს, მტერმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი საწვრთნელი დანაყოფის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. მიღებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, სამწუხაროდ, სამი ჯარისკაცი დაიღუპა და 18 დაშავდა“, – ნათქვამია უკრაინის სახმელეთო ჯარების განცხადებაში.
ასევე, უკრაინის სახმელეთო ჯარების განცხადებით, „თუ დადგინდება, რომ სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა და დაჭრა გამოწვეული იყო თანამდებობის პირების ქმედებებით ან უმოქმედობით, პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ“.