რუსეთმა უკრაინას 152 დრონით შეუტია, უკრაინელებმა 126 დრონი გაანეიტრალეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დარტყმა 26 დრონით 7 ლოკაციაზე დაფიქსირდა, განადგურებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენა კი – ორ ლოკაციაზე.
24 სექტემბრის ღამეს რუსული ძალები თავს დაესხნენ ხარკოვის, კრამატორსკისა და ნიკოპოლის ტერიტორიებს დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ხარკოვში საცხოვრებელ უბნებს 18 დრონით შეუტიეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.




