უკრაინული მედია – ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე, ანდრეი პარუბი მოკლეს

ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე, ანდრეი პარუბი მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, პარლამენტის მოქმედ წევრსა და მე-8 მოწვევის პარლამენტის სპიკერს, ანდრეი პარუბის 5-ჯერ ესროლეს.
პარუბი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია და სამართალდამცველები მკვლელის ვინაობისა და ადგილსამყოფლის დასადგენად მუშაობენ.
პარუბის მკვლელობას უკრაინის პრეზიდენტი, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა მკვლელობის გარემოებების შესახებ ცნობები მიაწოდეს.
„ანდრეი პარუბი გარდაიცვალა. მის ოჯახსა და ახლობლებს ვუსამძიმრებ. მკვლელობის გამოსაძიებლად და მკვლელის მოსაძებნად ყველა საჭირო ძალა და რესურსი მობილიზებულია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ანდრეი პარუბი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე 2016 წლის 14 აპრილიდან 2019 წლის 28 აგვისტომდე იყო. ასევე იყო მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევების პარლამენტის წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია