უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის წარმომადგენლები პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან, სამთავრობო კვარტალში ჩხრეკას ატარებენ, – ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გამოცემის ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, როგორ შევიდა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ათამდე ოფიცერი სამთავრობო კვარტალში.




