უკრაინული დრონების სამიზნე ენგელსის ნავთობის ბაზაზე მეექვსე დღეა ხანძარს აქრობენ

რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მეექვსე დღეა აქრობენ ნავთობის საცავზე უკრაინული დრონებით 8 იანვარს განხორციელებული შეტევის შედეგად გამოწვეულ ხანძარს.
სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე დღეს, 13 იანვარს დილის 8 საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ ღამით „სამრეწველო საწარმოზე“ მოხერხდა „ღია წვის ლიკვიდაცია”. რას ნიშნავს ეს, ბუსარგინი არ აკონკრეტებს. გუბერნატორის თანახმად, მუშაობა გრძელდება.
სარატოვის ოლქის გუბერნატორი ისევ არ აკონკრეტებს „სამრეწველო საწარმოსაც”.
8 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ენგელსში იერიში მიიტანეს ნავთობის ბაზაზე, „კომბინატ კრისტალზე”, რომელიც საწვავით ამარაგებს ამავე ქალაქში მდებარე სამხედრო აეროდრომს. ამ აეროდრომზე ს სტრატეგიული ბომბდამშენებია განთავსებული.
9 იანვარს ენგელსში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.
რუსეთთან ომში მყოფ ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის ბაზებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა