უკრაინული დრონების იერიშების ფონზე, ლენინგრადის ოლქში პორტოს ტერმინალში ხანძარი გაჩნდა

უკრაინული დრონების იერიშების პარალელურად ლენინგრადის ოლქში, სანქტ-პეტერბურგიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ უსტ-ლუგის პორტის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობტერმინალში ხანძარი გაჩნდა.
ცეცხლი გაჩნდა კომპანია Новатэк-ის ტერმნიალში. როგორც ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრ დროზდენკომ აღნიშნა, ჩატარდა ევაკუაცია და არავინ დაშავებულა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩანაწერები, რომლებშიც ცეცხლის ალში გახვეული ობიექტი ჩანს. ასევე, მოქალაქეების გავრცელებული ცნობებით, ხანძრის გაჩენამდე გაისმა ორი აფეთქების ხმა და ესმოდათ უპილოტო საფრენი აპარატების ხმებიც.
ხანძრის ოფიციალურ მიზეზებს ჯერჯერობით არ ასახელებს. ლენინგრადის ოლქში დრონების მოგერიების შესახებ ცნობა არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაუვრცელებია.
აღსანიშნავია, რომ ლენინგრადის ოლქს დრონებით თავს პირველად 18 იანვარს დაესხნენ. მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობდნენ, რომ ჩამოაგდეს დრონი, რომელიც სანქტ-პეტერბურგისკენ მიფრინავდა.
ლენინგრადის ოლქში გაჩენილი ხანძრის პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერდა, რომ ორლოვისა და ტულის ოლქებში თითო, ხოლო სმოლენსკის ოლქში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.