უკრაინული გუნდი სამხედროებმა კომისარიატში წაიყვანეს

უკრაინის პირველ ლიგაში, “კუდრივკასთან” მეთხუთმეტე ტურის საშინაო მატჩის წინ, “პოლტავას” ავტობუსი სამხედროებმა გააჩერეს, მთელი გუნდი კომისარიატში წაიყვანეს, ფეხბურთელებს უწყებები ჩააბარეს და სტადიონზე გაუშვეს, – იტყობინება ჟურნალისტი იგორ ბურბასი.
ერთ-ერთი მოთამაშე, დენის გალენკოვი კომისარიატის მიერ ძებნილი იყო და დააკავეს. “პოლტავას” ფეხბურთელებს კი, რა თქმა უნდა, ხასიათი გაუფუჭდათ, 1:2 დამარცხდნენ და ლიდერობა დაკარგეს.