უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ალიანსის 32-ვე წევრი სახელმწიფო დაეთანხმა – რუტე

NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება 32-ვე წევრი სახელმწიფო დაეთანხმა. ამის შესახებ რუტემ ვილნიუსში NATO-ს სამიტის დაწყებამდე ისაუბრა.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ეს საკითხი არ შეიძლება იყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი.
“რაც შეეხება უკრაინას, ვაშინგტონში 32-ვე მოკავშირის მხრიდან გამოხატული იყო მკაფიო ვალდებულება – ეს არის უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შეუქცევადი გზა. კონკრეტული თარიღის გარეშე, არა სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად, არამედ 32-ვე მოკავშირის მხრიდან გრძელვადიანი ვალდებულების სახით და ჩვენ უკვე ვაშენებთ ამ ხიდს”. – თქვა რუტემ.
ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, უკრაინის თემის განხილვა იგეგმება NATO-ს მომავალ სამიტზე ჰააგაში, სადაც ალიანსი მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სტუ-ს პროფესორი იური ჯანიაშვილი – ჩემო შვილებო, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯს ვდგამთ! გვაპატიებს კი საქართველოს ისტორია? ეჭვი მეპარება – არ შეიძლება ბუჩქის ძირას დაჯდეს რამდენიმე კაცი და გამოიტანოს დასასრულის განაჩენი

შარაშიძე: ეს ოფიციალური განცხადება არაფერს ნიშნავს. მთავარი, რაც დღეს ხდება, არის ის, რომ მორიგი შიკრიკი ჰყავს გაგზავნილი ივანიშვილს აშშ-ში, არც მეტი არც ნაკლები, სუს-ის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის სახით

შალვა პაპუაშვილი ლაშა დარსალიას აშშ-ში შეხვედრაზე – ეს იყო სამუშაო შეხვედრა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს ეხება – რაც შეეხება ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებს, ჩვენ კვლავ მოლოდინის რეჟიმში ვართ