უკრაინის EU-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით წინ უნდა წავიწიოთ – კალასი

ესტონეთის პრემიერმინისტრმა კაია კალასმა ბრიუსელში, სადაც ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა, განაცხადა:
ვისაუბრებთ ზე, ესტონეთმა ახლახან დაამტკიცა დახმარების მერვე პაკეტი 20 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებისა და იმედი მაქვს, რომ ყველა იმავეს გააკეთებს. მეორე საკითხი, რაც ძალიან მნიშვენლოვანია, იმედი მაქვს, რომ გავხსნით მოლაპარაკებებს უკრაინასთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მივიღეთ, ამიტომ წინ უნდა წავიწიოთ. მესამე საკითხი იქნება, უკრაინისთვის გაყინული თანხების გადაცემა, რათა დავეხმაროთ უკრაინას”, – განაცხადა კაი კალასმა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში რამდენიმე საათის წინ ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი გაიხსნა. საქართველო ამ სამიტის დღის წესრიგში არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა