უკრაინის ჯარებმა რუსეთის არმია აიძულეს, შეანელოს იერიში ხარკოვის ჩრდილოეთში

უკრაინის არმიის თანახმად, 16 მაისის თავდაცვითი ქმედებების შედეგად აიძულა ს ჯარები, იერიში შეანელოს ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთში.
არმიის ცნობით, ბრძოლა გრძელდება ვოვჩანსკის ჩრდილოეთ არეალში და უკრაინის ძალები ვითარებას აკონტროლებენ.
უკრაინის გენერალური შტაბი იუწყება, რომ მოხდა 23 სამი საბრძოლო შეტაკება და უკრაინის არმიის პოზიციებს ცეცხლი 564-ჯერ დაუშინეს.
კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ძალები ჯავშანტექნიკის საშუალებით ცდილობენ იერიშს კროხმალნოე-ბერესტოვოეს მიმართულებით. ჩრდილოეთში რუსეთის ჯარმა ერთი იერიში მიიტანა ვესიოლოე-ზვანოვკის მიმართულებით. აქ უკრაინის პოზიციები არ შეცვლილა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველოს ევროპისა და აშშ-სგან სჭირდება მოსახლეობის მხარდაჭერა, მორალური მხარდაჭერა და ბევრი დამკვირვებელი არჩევნებისთვის, რადგან მომავალი ერთი თვის განმავლობაში მეტი ვერაფერი გაკეთდება – იზოლაცია ჩვენთვის ყველაზე უარესი კოშმარია