უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 662-ე დღეს 89 საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინის წინააღმდეგ ს სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 662-ე დღეს 89 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოდესის ოლქში, რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო, მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ჩამოაგდეს შაჰედის ტიპის 16 დრონი, რომლებიც ოკუპანტებმა დან გამოუშვეს. აქედან შვიდი „კამიკაძე-დრონი“ ხერსონის ოლქში, ცხრა კი – ოდესის ოლქში ჩამოაგდეს.
ცეცხლის ქვეშ მოექცა ჩერნიჰივის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის დასახლებები. არის მსხვერპლი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის პრეზიდენტი, თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის ძალების გაძლიერებაზე საუბრობს.
“ვემზადებით საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ეს საკითხი დგება თითქმის ყოველ შეხვედრაზე, მსოფლიოს ლიდერებთან მოლაპარაკებებზე. იქნება მეტი სისტემა, ცის უფრო ძლიერი დაცვა. მოახლოებული დღესასწაულების ფონზე, გაგრძელდება დიპლომატიური ძალისხმევა დახმარების მისაღებად. ბევრ ქვეყანაში პოლიტიკური აქტივობა შესაძლოა შენელდეს, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ყველა პარტნიორთან, რომელსაც შეუძლია ახლა დაგვეხმაროს და მომავალში აღმოგვიჩინოს მხარდაჭერა”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.