უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარების გამო ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარების გამო ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.
ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქციების სამიზნე ის გემები და პორტებია, რომლებიც ირანული წარმოების დრონების, რაკეტების, ტექნოლოგიებისა და კომპონენტების გადასაზიდად გამოიყენება.
სანქციების სიას ირანის ეროვნული საზღვაო გადამზიდი კომპანია Islamic Republic of Iran Shipping Lines-ი (IRISL) და მისი დირექტორი, მუჰამედ რეზა ხიაბანი დაემატა.
ასევე, ევროკავშირმა სამი რუსული გადამზიდი კომპანია დაასანქცირა, MG Flot, VTS Broker და Arapax, რომელთა გემებს უკრაინაში მებრძოლი რუსული ძალების მომარაგებისთვის ირანული იარაღი, დრონები და კომპონენტები კასპიის ზღვის გავლით გადააქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!