უკრაინის ცნობით, ხარკოვის ცენტრზე სარაკეტო იერიშის შედეგად დაიჭრნენ სამოქალაქო პირები

უკრაინის ხელისუფლებამ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთმა დარტყმა განახორციელა ხარკოვზე, რის შედეგადაც მინიმუმ რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 8 თვის ბავშვი. დაზიანდა ქალაქის კლინიკაც.
უკრაინის ეროვნული პოლიცია უახლეს მონაცემებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქალაქში რამდენიმე შენობა დაინგრა, მათ შორის კლინიკა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსების ფასადები და ფანჯრები, დაზიანდა მინიმუმ 25 სამოქალაქო ავტომობილი.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი მანამდე წერდა, რომ დაახლოებით დილის 10 საათზე ს სამხედროებმა „ისკანდერის“ რაკეტით დაარტყეს ხარკოვის შევჩენკოს რაიონს.
„ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს მინიმუმ ხუთ დაშავებულ მოქალაქეს. ორი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს ქირურგიულ განყოფილებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
სინეგუბოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ჯარებმა დაარტყეს ხარკოვის ცენტრალურ ნაწილს და რომ რაკეტის მოხვედრის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს მოყოლილი.
რუსეთი მთელი ომის განმავლობაში უარყოფს ბრალდებებს ში სამოქალაქო ობიექტებზე გამიზნული თავდასხმების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან