უკრაინის ცნობით, რაკეტით აღჭურვილი ე.წ. საზღვაო დრონიდან პირველად ჩამოაგდეს რუსული მი-8

უკრაინელმა სპეცრაზმელებმა შავ ზღვაში რაკეტით გაანადგურეს რუსული ვერტმფრენი მი-8. ამის შესახებ დღეს დილით განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ.
მისი ინფორმაციით, დღეს, 31 დეკემბერს, სამხედრო დაზვერვის სპეცდანაყოფ Group 13-ის მებრძოლებმა რაკეტით(Р-73) აღჭურვილი საზღვაო დრონიდან Magura V5 პირველად გაანადგურეს საჰაერო სამიზნე.
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანახმად, შავ ზღვაში ბრძოლისას, დროებით ოკუპირებული ს ტარხანკუტის კონცხის რაიონში რაკეტით გაანადგურეს რუსული ვერტმფრენი მი-8.
ს თავდაცვის სამინისტროს ყირიმში ვერტმფრენის განადგურების შესახებ არაფერი უთქვამს.
31 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო ანექსირებულ სევასტოპოლსა და მის შემოგარენში.
მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევი უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. დილით რაზვოჟაევმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რუსმა სამხედროებმა შეტევა „წარმატებით მოიგერიეს“ და წინასწარი ინფორმაციით, ზღვის თავზე გაანადგურეს 4 „საჰაერო სამიზნე“, ხოლო ნაპირის მახლობლად – 2 უეკიპაჟო კატერი.
ეს ცნობები დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან