უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნას კურსის დასაჭერად წელს 17.5 მილიარდი დოლარი გაყიდა

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნას კურსის დასაჭერად წელს 17.5 მილიარდი დოლარი გაყიდა
2024 წლის შვიდი განმავლობაში უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა გრივნას გაცვლითი კურსის დასაჭერად $17.5 მილიარდი დოლარი გაყიდა – ამის შესახებ ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა.
NBU-ს თანახმად, ინტერვენციების საჭიროება ყველაზე მაღალი ივლისში იყო და მთლიანმა გაყიდვებმა 3.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2024 წელს უკრაინის ცენტრალური ბანკი ყოველთვიურად საშუალოდ 2.5 მილიარდ დოლარს ყიდდა.
უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ომის დაწყების შემდეგ ფიქსირებული სავალუტო რეჟიმი შემოიღო. 2022 წლის თებერვლიდან 2022 წლის ივნისამდე ერთი დოლარი 29.6 გრივნა ღირდა, რის შემდეგაც უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა კურსის კორექცია და ახალ ნიშნულზე დაფიქსირება განახორციელა, 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით კი კურსი დოლართან 36.97 გრივნა იყო. 2023 წლის ოქტომბრიდან ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ფიქსირებული კურსის რეჟიმს შეარბილებდა და გრივნას თავისუფალი ცურვის რეჟიმში გაუშვებდა და ინტერვენციებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებდა, ეს ნიშნავდა რომ კურსი მყისიერად უნდა გაუფასურებულიყო, თუმცა აღნიშნულს ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან მკვეთრი უკურეაქცია მოჰყვებოდა, ამიტომ ცენტრალურმა ბანკმა ყოველთვიურად მილიარდობით დოლარის ხარჯვის პროცესი განაგრძო. 2024 წლის იანვარში ერთი დოლარი 38 გრივნა ღირდა, ხოლო ცენტრალური ბანკის მიერ დახარჯული 17.5 მილიარდის მიუხედავად, ამჟამად კურსი იანვართან შედარებით 8%-ით არის გაუფასურებული და ის 41 გრივნას შეადგენს.
2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით უკრაინის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვების მოცულობა 37.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის იმდენივეა რამდენიც მიმდინარე წლის იანვარში იყო. 2024 წლის მარტში მ ევროკავშირისგან 4.9 მილიარდის, მსოფლიო ბანკისგან 1.6 მილიარდის, კანადისგან 1.5 მილიარდის, IMF-ისგან 880 მილიონის დაფინანსება მიიღო.
bm.ge