უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება – ორბანი

უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის კატასტროფა იქნება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„უკრაინის ჩამოშლა უნგრეთისთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ამიტომ, უკრაინის ჩამოშლა უნგრეთის ინტერესებში არ შედის და ჩვენ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, რათა ეს არ მოხდეს”, – განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, მეზობელ ქვეყანაში სტაბილურობას უნგრეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მთელი ელექტროენერგიის 44%-სა და გაზის 58%-ს უნგრეთიდან იღებს. ეს რომ არა, უკვე ჩამოიშლებოდა. ომი უკრაინას ყოველდღიურად ასუსტებს. მშვიდობა ერთადერთია, რასაც მისი გაძლიერება შეუძლია”, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.