უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, რუსების მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მაშველები და პოლიცია დაზიანებების ადგილებზე პირველივე წუთებიდან მივიდნენ. ბევრი დაღუპულია. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 21 ადამიანი და სულ მცირე 20 დაშავდა. ადამიანები დაშავდნენ ქუჩებში, ავტომობილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სახლებში“, – წერს იგორ კლიმენკო.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ქალაქ სუმს რაკეტებით დღეს დილით შეუტიეს.
