უკრაინის შსს: ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რადას დეპუტატის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ირინა ფარიონი მკვლელობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთ თავდასხმას გეგმავდა. მისი მეორე მიზანი რადას მოქმედი დეპუტატი მაქსიმ ბუჟანსკი იყო.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ფარიონისა და ბუჟანსკის გარდა ეჭვმიტანილს კიდევ რამდენიმე ადამიანის მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი.
18 წლის ეჭვმიტანილს სასამართლომ 60-დღიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
60 წლის ფარიონს 18 ივლისის საღამოს ლვოვში, მის სახლთან ახლოს ესროლეს. ის თავის არეში პისტოლეტით მძიმედ იყო დაჭრილი და კომაში იმყოფებოდა. პოლიტიკოსი მეორე დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
უკრაინის პრეზიდენტმა, მ აღნიშნა, რომ დანაშაულის გამოძიებაში ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) არის ჩართული.
რადას ყოფილის დეპუტატის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 25 ივლისს დნეპრში დააკავეს.
ფარიონი 2012-2014 წლებში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი და უკრაინული გაერთიანების, თავისუფლების (Свобода) წევრი იყო. ის ცნობილი იყო თავისი პოზიციით, რომ ში რუსულის, როგორც ოკუპანტის ენის, გამოყენება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.