უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, 13 აპრილს, უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე განხორციელებულ ავიადარტყმას 21 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 20 მოქალაქე.
ამ დროისათვის ქალაქში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე განხორციელებულ ავიადარტყმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
„მტრის რაკეტებმა დაარტყეს ქალაქის ერთ ჩვეულებრივ ქუჩას, სადაც ძირითადად საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებებია… და ეს იმ დღეს მოხდა, როდესაც ადამიანები მიდიან ეკლესიაში, ბზობის კვირას…მხოლოდ ნაძირალას შეუძლია ასე მოქმედება, რომელსაც მიაქვს რიგითი მოქალაქეების სიცოცხლეები“, – წერს ზელენსკი.
უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზე რუსეთის ძალებმა დარტყმა განახორციელეს მარტის ბოლოსაც, რა დროსაც დაიჭრა სულ მცირე 65 ადამიანი, მათგან 14 ბავშვი.
აპრილის დასაწყისში კი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაიერიში მიიტანეს კრივოი როგზე. სარაკეტო იერიშს 20 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 9 ბავშვი.
ფორუმი
