უკრაინის შსს – დილის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ზე დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, კიევში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სვიატოშინსკის, სოლომენსკის და პეჩერსკის რაიონებში ხანძრები გაჩნდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანდა ორი მაღალსართულიანი კორპუსი, კერძო სახლები და ავტომობილები.
ს ოლქში მაშველები ბუჩანსკის რაიონში მუშაობენ, სადაც ორი მაღალსართულიანი კორპუსი, კერძო სახლები, სამეურნეო დანიშნულების შენობები და ავტომობილები დაზიანდა და სამი ადამიანი დაშავდა.
ამასთან, დაბომბვის შედეგად, პავლოგრადში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
რუსულმა ძალებმა ხარკოვში ორ მაღალსართულიან შენობას დაარტყეს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სამი და დაშავდა 30-მდე ადამიანი.
„მაშველები ამოწმებენ დაზიანებულ შენობებს, ასუფთავებენ ნანგრევებს. კიდევ ერთი ტერორისტული აქტი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა და ასობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა. ეს არის ს ჭეშმარიტი განზრახვა: მშვიდობიანი მოსახლეობის ყოველდღიური ტერორი”, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან- წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად