უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი – კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა, რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა

კიევის ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა, ს მიერ კიევზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.
„საერთო ჯამში, ამ დროისთვის კიევში, 8 ივლისს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი. დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 10 ბავშვია“, – განაცხადა იგორ კლიმენკომ.
იგორ კლიმენკოს ცნობით, „ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა. დაშავებული 8 ბავშვი „ოხმატდიტიდან“ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 8 ივლისს, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშებს სულ მცირე 42 ადამიანი ემსხვერპლა და 206 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ