უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გენერალი სირსკი უხელმძღვანელებს

პრეზიდენტმა მ დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური გენერალი თანამდებობიდან გადააყენა. მის ნაცვლად ზელენსკიმ კრიტიკულ პოსტზე სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა. „დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვას ახალი გუნდი იღებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
„გენერალ ზალუჟნის მადლობელი ვარ ორწლიანი თავდაცვისთვის. მადლობელი ვარ ყოველი გამარჯვებისთვის, რომელსაც მივაღწიეთ ერთად და უკრაინელი მეომრების წყალობით… დღეს ჩვენ გულახდილად ვისაუბრეთ იმაზე, რომ არმიაში ცვლილებებია საჭირო, სასწრაფო ცვლილებები. გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი დავნიშნე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
ეს საკმაოდ რისკიანი ნაბიჯია იმ დროს, როცა ს სრულმასშტაბიან თავდასხმასთან ორწლიან ბრძოლაში, მოსკოვი გარკვეულ უპირატესობას აღწევს. თუმცა, ეს ასევე ასრულებს რამდენიმე თვის მანძილზე გაჭიანურებულ სპეკულაციებს ზელენსკის და ზალუჟნის შორის მომხდარ განხეთქილებაზე და გენერლის თანამდებობიდან გაშვების ვარაუდზე. ზალუჟნი ში ძალზე პოპულარული ფიგურაა და უკრაინაში მას ბევრი ომის გმირად მიიჩნევს.
უკრაინას არმიაში პრობლემები აქვს. მობილიზაციის პროგრამის სწრაფი რეფორმის დანერგვის მიმართულებით. ზალუჟნის გათავისუფლებამ, მისი ავტორიტეტიდან და პოპულარობიდან გამომდინარე, შესაძლოა არმიას მორალური დარტყმა მიაყენოს. ამას გარდა, გასათვალისწინებელია პოლიტიკური შედეგი და ის ზიანი, რაც შესაძლოა ზელენსკის რეიტინგს მიადგეს, მსგავსი პოპულარობის მქონე ფიგურის მოხსნის გამო.
ვაშინგტონი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ზელენსკია და საკადრო ცვლილებები მისი პრეროგატივაა. “ის არის მისი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. მან უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება მისი სამხედრო ლიდერი. სწორედ ეს არის სამოქალაქო კონტროლი. ჩვენ ეს ვიცით და ვიმუშავებთ მასთან, ვინც იქნება მისი სამხედრო მეთაური”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე მ, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.