უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური – უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 29 დრონი და 3 X-59 მართვადი რაკეტა გაუშვეს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა, ავიაციამ და საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა ნიკოლაევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, სუმის, ჩერნიგოვისა და ს ოლქებში მტრის მიერ გაშვებული 29 დრონი ჩამოაგდეს“, – განაცხადა ნიკოლაი ოლეშჩუკმა.