უკრაინის შეიარაღებული ძალები 8 რეგიონში 18 დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 20 დეკემბრის ღამით ჩამოაგდეს “შაჰედის” ტიპის 19-დან 18 დრონი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დრონები ანექსირებული დან იყო გაშვებული. ისინი გაანადგურეს ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ს, კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკისა და ჩერნიგოვის რეგიონებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები ასევე იუწყება, რომ ს არმიამ ბელგოროდის რეგიონის მიმართულებით ЗРК С-300 ტიპის ორი რაკეტით მიიტანა იერიში ხარკოვის რეგიონზე, რასაც წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, თავდასხმა მოხდა სატრანსპორტო დეპოს ტერიტორიაზე, „სადაც მტრის დაბომბვისგან ისედაც აღარაფერია დარჩენილი“. „ეს სამოქალაქო ობიექტია”.