უკრაინის შეიარაღებული ძალები – პოკროვსკში სამძებრო-საიერიშო ოპერაციები და მტრის ლიკვიდაცია გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალები უარყოფს რუსეთის განცხადებებს, რომ დონეცკის ოლქის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი პოკროვსკი დაიპყრეს.
„პოკროვსკში გრძელდება სამძებრო-საიერიშო ოპერაციები და მტრის ლიკვიდაცია ურბანულ რაიონებში“, – ნათქვამია უკრაინის აღმოსავლეთ სამხედრო სარდლობის გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ისარგებლეს რა არახელსაყრელი ამინდის პირობებით, დამპყრობლებმა კიდევ ერთხელ სცადეს „დროშის აღმართვა“ ქალაქის ერთ-ერთ რაიონში, რათა პროპაგანდისტებს ეს გამოეყენებინათ იმის დასამტკიცებლად, რომ მათ მთელი ქალაქი პოკროვსკი აიღეს. ამის შემდეგ ისინი სწრაფად გაიქცნენ და მტრის ჯგუფების განადგურება გაგრძელდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის სწრაფი რეაგირების მე-7 კორპუსმა ასევე უარყო რუსეთის განცხადება პოკროვსკის აღების შესახებ.
„რთული სიტუაციის მიუხედავად, თავდაცვის ძალები კვლავ აგრძელებენ მტრის შეკავებას“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 30 ნოემბერს არმიის სამეთაურო პუნქტში გამართული შეხვედრის დროს განუცხადა, რომ პოკროვსკი „გათავისუფლდა“.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”