უკრაინის შეიარაღებული ძალები ლატვიისგან Patria 6×6 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს

ლატვიის მინისტრთა კაბინეტმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის Patria 6×6 ტიპის 42 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორის და სხვა სამხედრო ტექნიკის გადაცემა დაამტკიცა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ლატვიურმა მხარემ უკრაინის არმიისთვის ჯავშანტრანსპორტიორები ჯერ კიდევ ზამთარში შეუკვეთა და მიიღებს უშუალოდ ლატვიაში წარმოებულ ავტომობილებს. ლატვიის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჭიროებებსა და ოპერატიულ შესაძლებლობებზე.
„ჩვენი Patria-ს ტიპის ჯავშანტექნიკა დაეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას – როგორც წელს, ასევე მომავალ წელს ჩვენ უკრაინას გავუწევთ სამხედრო დახმარებას მთლიანი შიდა პროდუქტის 0.25%-ის ოდენობით“, – აცხადებენ ლატვიის თავდაცვის უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: და ამ ქვეყანაში კიდე ვიღაცები კითხულობენ, ვართ თუ არა უკვე რუსეთში? და კიდე რაღაცა ნიშნებს ელოდებიან, რომ დარწმუნდნენ იმაში, რომ ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე არის რუსული რეჟიმი