უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი – წელს, რუსმა ოკუპანტებმა 421 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგეს

წელს, რუსმა ოკუპანტებმა 421 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„2024 წლის დასაწყისიდან შეტევაში მონაწილე ოკუპანტების ჯამურმა დანაკარგებმა უკვე 421 ათას დაღუპულსა და დაჭრილს გადააჭარბა. ასე რომ, წელს ში შემოჭრის დაწყების შემდეგ რუსებმა ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადეს“, – განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ცნობით, სულ, რუსული ძალების დანაკარგები დაახლოებით 785 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს.