უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი – რუსებმა სუმისა და ხარკოვის ოლქებზე შეტევა დაიწყეს

რუსებმა სუმისა და ხარკოვის ოლქებზე შეტევა დაიწყეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ს განცხადება რუსული ძალების მიერ სუმისა და ხარკოვის ოლქებზე შეტევის მომზადების შესახებ „აბსოლუტური სიმართლეა“.
„შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია და ეს შეტევა უკვე დაიწყო“, – აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსულმა ძალებმა „ყველა ძირითადი მიმართულებით შეტევითი მოქმედებები გააორმაგეს“.