უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი – რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჯამში, 128 შეტაკება იყო

რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჯამში, 128 შეტაკება იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსი ოკუპანტები ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ახორციელებენ წნეხს, თუმცა ყველაზე რთული ვითარება პაკროვსკოეს მიმართულებაზეა.
„დადასტურებული ინფორმაციით, გუშინდელი დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ უკრაინის პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე ორი სარაკეტო იერიში მიიტანა და 69 საჰაერო დარტყმა განახორციელა,“ – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
ამასთან, მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებზე.
როგორც გენშტაბში აცხადებენ, უკრაინულმა ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში 1310 ოკუპანტის ლიკვიდირება მოახდინეს, გაანადგურეს 12 ტანკი, 8 – სამხედრო ჯავშანმანქანა, 74- საარტილერიო სისტემა, 2 -ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 39- უპილოტო საფრენი აპარატი, 1 -ფრთოსანი რაკეტა, 62 – ავტომობილი და 19 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

ასევე დაგაინტერესებთ