უკრაინის შეიარაღებული ძალები: კურსკის ოლქში რუსეთის ჯარების კონტრიერიში შეჩერებულია

კურსკის ოლქში ს ჯარების კონტრიერიში შეჩერებულია, ოლქის ტერიტორიის ნაწილი უკრაინის კონტროლქვეშ რჩება, განუცხადა სააგენტო AFP-ს ამ ტერიტორიებზე შექმნილი უკრაინის შეიარაღებული ძალების კომენდატურის წარმომადგენელმა, ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ.
რუსეთის ჯარები „ცდილობდნენ, ფლანგებიდან შეეტიათ, მაგრამ ისინი შეჩერებულ იქნენ, სიტუაცია სტაბილიზებულია და დღეს ყველაფერი ჩვენ კონტროლქვეშაა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს,“ მოჰყავს სააგენტოს დმიტრაშკოვსკის სიტყვები.
ასევე, მისი სიტყვებით, უკრაინის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე რუსეთის რამდენიმე ათასი მოქალაქე რჩება. მან თქვა, რომ ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში კვლავაც 100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
ომის პირობებში შეუძლებელია მეომარი მხარეების განცხადებების ოპერატიულად შემოწმება.
როგორც BBC შენიშნავს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს გამოაქვეყნა კურსკის ოლქში თავისი მოქმედებების ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის არმია აგრძელებს შეტევით მოქმედებებს. თუმცა ანგარიშში არ იყო ლაპარაკი რაიმე დასახლებული პუნქტების „გათავისუფლებაზე“. საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციაში ნახსენები იყო თითქმის იგივე ადგილები, რაც ერთი დღით ადრე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – მოვუწოდებთ ქართულ პოლიციას, ემსახურეთ ქართველ ხალხს და არა „ქართულ ოცნებას“, „ქართულ ოცნებას“ კი მივმართავთ, გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები და გამოთქვას მზაობა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?