უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე სარაკეტო შეტევა იყო, არის მსხვერპლი

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ ნიკოლაევზე ს სარაკეტო შეტევის შედეგად. ამის შესახებ გამთენიისას ტელეგრამ-არხზე დაწერა ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა.
ოლქის ხელისუფლება დარტყმის კონკრეტულ ადგილს ჯერჯერობით არ ასახელებს.
მანამდე, ადგილობრივი დროით 03:32 საათზე ნიკოლაევის მერმა, ოლექსანდრ სენკევიჩმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქში აფეთქებები იყო საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე.
ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ჯარები უკრაინის სამხრეთში დრონებით და რაკეტებით თითქმის ყოველდღე უტევენ ნიკოლაევის და ოდესის ოლქებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გარეტ უორდი – შეშფოთებული ვიყავით, როცა არასამთავრობოების შემზღუდველი კანონი მიიღეს, იმედგაცრუებული დავრჩით, როცა პარტნიორების შესახებ შეთქმულების თეორიები დაიწყო და შოკირებული ვიყავით, როცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დაანონსდა