უკრაინის ქალაქ ლოზოვაზე ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასირებული შეტევა იყო – ქალაქის მერი

5 აგვისტოს ს ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაზე. ქალაქის მერის, სერჰი ზელენსკის თანახმად, ეს იყო ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასირებული შეტევა.
ზელენსკის ტელეგრამ-არხზე დილის შვიდი საათისთვის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, რა საშუალებებით განხორციელდა შეტევა.
მერის თანახმად, დაჭრილებს შორის ორი ბავშვია. დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, მრავალბინიანი სახლები და კერძო სექტორი. ქალაქის ნაწილს ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეუწყდა.
დილის რვა საათისთვის უკრაინის რკინიგზამ განაცხადა, რომ მასირებული დარტყმის შედეგად ქალაქ ლოზოვაში დაზიანებულია რკინიგზის სადგური და სხვა ობიექტები. დაიღუპა რკინიგზის ერთი თანამშრომელი და ოთხი დაიჭრა.
ფორუმი