უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს. ამის შესახებ ფეხბურთელის აგენტმა უილ დანტასმა No Ataque-ს განუცხადა.
როგორც აგენტმა აღნიშნა, დიდია ალბათობა იმისა, რომ მსგავსი რამ არ მოხდება, რადგან პედრინიო 26 წლისაა და ბრაზილიის ნაკრებში თამაშის იმედი კიდევ აქვს.
“ამ საკითხს ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რადგან ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ის, რაც დღეს შეუძლებელი ჩანს, ხვალ რეალობად იქცევა”, – განაცხადა დანტასმა.
პედრინიოს შესაძლო ნატურალიზაციის შესახებ ინფორმაცია პირველად დაახლოებით ერთი წლის წინ გაჩნდა. მაშინ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელისთვის მსგავსი წინადადებით
არ მიუმართავთ.
მიმდინარე სეზონში პედრინიომ “შახტარის” შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში