უკრაინის უშიშროებამ საქმე აღძრა “უკრაინსკა პრავდაში” კირილო ბუდანოვის სიტყვების გამოქვეყნებისთვის

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების მუხლით. რადიო თავიუსფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამის მიზეზი გახდა ვერხოვნა რადაში საპარლამენტო ფრაქციების თავკაცებისა და უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალ კირილო ბუდანოვის დახურული შეხვედრის შესახებ საინტერნეტო გამოცემა “უკრაინსკა პრავდაში” 27 იანვარს გამოქვეყნებული სტატია სათაურით: “ტრამპი, ომი, . რა განსაზღვრავს ახალ პოლიტიკურ სეზონს ში?” მასში მოყვანილი იყო გენერალ კირილო ბუდანოვის პირდაპირი ციტატა დეპუტატების წინაშე გამოსვლიდან: “თუ ზაფხულამდე სერიოზული მოლაპარაკებები არ იქნება, მაშინ შესაძლოა უკრაინის არსებობისთვის ძალიან საშიშ პროცესები დაიწყოს.”
მოგვიანებით უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ გენერალ ბუდანოვს ასეთი რამ არ უთქვამს.
გამოცემამ მოიპოვა უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობა, რომლის თანახმად სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნების საქმე ეხება იმ პირებს, რომლებმაც ვერხოვნა რადაში გამართული დახურული შეხვედრიდან გამოიტანეს ინფორმაცია. პუბლიკაციიდან ცხადი არ არის, საუბარია “უკრაინსკა პრავდის” წყაროებზე, თუ მის ჟურნალისტებზე.
“უკრაინსკა პრავდის” მთავარმა რედაქტორმა, სევგილ მუსაევამ განაცხადა, რომ რედაქცია პუბლიკაციაზე მუშაობის დროს კანონის ფარგლებში მოქმედებდა. “სიტყვის თავისუფლება და მოქალაქეების ინფორმაციაზე წვდომა დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი ღირებულებებია”, – განაცხადა მუსაევამ გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა