უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ს ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის „ილ-76“-ის ჩამოვარდნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის (ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევა) მიხედვით ჩატარდება და იგი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ყველა გარემოების დასადგენად კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში რუსული „ილ-76“-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
რუსულმა მედიამ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება გაავრცელა, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე – დაველოდოთ ვის შეარჩევენ თავიანთ კანდიდატურად, თუმცა ამ ცირკიდან, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვფიქრობ, რომ ლოგიკური შედეგი იქნებოდა ამ კანდიდატურის წამოყენება