უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყა , – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ისტორიაში პირველად, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა ნოვოროსიისკის პორტში მდგომი რუსული წყალქვეშა ნავი Varshavyanka საზღვაო დრონების, Sea Baby-ის გამოყენებით ააფეთქა.
„აფეთქების შედეგად წყალქვეშა ნავმა კრიტიკული ზიანი მიიღო და მწყობრიდან გამოვიდა. წყალქვეშა ნავზე „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტის ოთხი გამშვები დანადგარი იყო, რომლებსაც მტერი უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის იყენებს“, – აცხადებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მსგავსი ტიპის წყალქვეშა ნავის ღირებულება 400 მილიონი დოლარია.




