უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ისტორიაში პირველად გამოავლინეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების ქსელი, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას უკრაინის საზიანოდ ახორციელებდა. მათ შორის ისინი იკვლევდნენ, რა იქნებოდა მოსახლეობის ქცევა, თუ უნგრეთის ჯარები უკრაინაში შევიდოდა.
სამსახურის ცნობით, დაკავებულია 2 პირი.
“ამ ცენტრის ამოცანა იყო ზაკარპატიის რეგიონის სამხედრო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რეგიონის სახმელეთო და საჰაერო თავდაცვაში დაუცველი ადგილების მოძიება და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-პოლიტიკური შეხედულებების შესწავლა: კერძოდ, მათი ქცევის სცენარები რეგიონში უნგრეთის ჯარების შემოსვლის შემთხვევაში”, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების თანახმად, საქმეში ორივე ბრალდებულის კურატორი იყო უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი, ვისი ვინაობაც უკვე იდენტიფიცირებულია უსაფრთხოების სამსახურის მიერ.