უკრაინის უსაფრთხოების სამსახური – უკრაინამ რუსეთის სიღრმეში ორი ბომბდამშენი გაანადგურა და კიდევ ორი დააზიანა

უკრაინამ ს სიღრმეში ორი ბომბდამშენი გაანადგურა და კიდევ ორი დააზიანა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
განცხადების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა 27 ივნისის ღამეს რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის მარინოვკას აეროდრომზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის შედეგადაც აეროდრომ მარინოვკაზე ორი რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი “სუ-34” გაანადგურეს და კიდევ ორი დააზიანეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღინიშნება, რომ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს შორი მანძილის დრონების დაარტყეს.
დარტყმის შედეგად ასევე ხანძარი გაჩნდა აეროდრომის ტექნიკურ-საექსპლუატაციო ნაწილში, რომელიც სამხედრო ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.