უკრაინის უსაფრთხოების სამსახური – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 20-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეული რაკეტა გამოიყენა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ გასული წლის ბოლოდან რუსმა სამხედროებმა ში 20-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეული წარმოების რაკეტა ისროლეს.
საუბარია ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ Hwasong-11 (KN-23/24) ტიპის ბალისტიკურ რაკეტებზე.
უწყების ცნობით, ჩრდილოეთ კორეული რაკეტების გამოყენებით თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 24 მშვიდობიანი მოქალაქე და 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მძიმედ დაშავდა.
ს მიერ კორეული რაკეტების გამოყენების ერთ-ერთი პირველი შემთხვევა 2023 წლის 30 დეკემბერში ზაპოროჟიეს დაბომბვის დროს დაფიქსირდა. შემდეგი თავდასხმა მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, კიევში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე განახორციელეს.
რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა უარყოფენ, რომ ფხენიანი მოსკოვს საბრძოლო მასალას აწვდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან