უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ევგენი ხმარა შეასრულებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას ევგენი ხმარა შეასრულებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ს ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ევგენი ხმარა იქნება, უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრ „A“-ს ხელმძღვანელი“, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებაში.
ასევე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „სამხედრო მდგომარეობის დროს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობის შემსრულებელი შეიძლება უკრაინის პრეზიდენტმა დანიშნოს“.
მანამდე, მ სოციალურ ქსელში უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელთან, ვასილი მალიუკთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მალიუკი უსაფრთხოების სამსახურში მუშაობას გააგრძელებს, რათა ს წინააღმდეგ ასიმეტრიული სპეციალური ოპერაციები განახორციელოს.