უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას შესაძლოა, აშშ-მაც მოაწეროს ხელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ში ბრიჯიტ ბრინკი აცხადებს, რომ -ში განიხილავენ, ხელი მოეწეროს უკრაინის უსაფრთხოების გარანტირების შესახებ ანალოგიურ დოკუმენტს, რომელიც დღეს, 12 იანვარს უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის გაფორმდა.

ბრინკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირადად დაავალა დიპლომატებს უკრაინასთან ასეთი შეთანხმების მიღწევა.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ ორმხრივი მოლაპარაკებები თქვენს ხელისუფლებასთან, პრეზიდენტის ოფისთან და სამთავრობო უწყებებთან. მათთან განვიხილავთ, თუ რა უსაფრთხოების ვალდებულებები შეიძლება ავიღოთ ჩვენს თავზე. ორი რაუნდი უკვე გაიმართა და მოლაპარაკებები გრძელდება. ბაიდენის ადმინისტრაციას სურს ამ შეთანხმების მიღწევა“, – განუცხადა უკრაინელ ჟურნალისტებს ელჩმა.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთი დიდი შვიდეულის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც უკრაინასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტს მოაწერა ხელი. როგორც European Pravda წერს, დოკუმენტის მოქმედების სავარაუდო პერიოდი 10 წელია, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მანამდე გახდება NATO-ს წევრი, შეთანხმება ძალას დაკარგავს.