უკრაინის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ “კიევსტარზე” კიბერშეტევა განხორციელდა

უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის უმსხვილეს მობილურ ოპერატორ “კიევსტარზე” ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა და ქსელის მუშაობა შეფერხდა. მოგვიანებით ეს თავად “კიევსტარმაც” დაადასტურა.
კომპანია ამბობს, რომ სპეციალისტები კიბერშეტევის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ (აბონენტები სატელეფონო კავშირითა და ინტერნეტით დღეს დილიდან ვერ სარგებლობენ) და საქმეს უკრაინის სპეცსამსახურები იძიებენ. მათივე თქმით, კიბერშეტევის მიუხედავად, აბონენტების პერსონალურ მონაცემებს საფრთხე არ შეჰქმნია.
ცნობისთვის, “კიევსტარი” 24 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.