უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნებულმა რუსმა ჯარისკაცმა ლენინგრადში შვიდი თანამებრძოლი მოკლა

უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნებულმა რუსმა ჯარისკაცმა ლენინგრადში შვიდი თანამებრძოლი მოკლა და მიიმალა – 31 წლის რუსმა ჯარისკაცმა სერგეი იაგუშევმა, რომელიც ივნისში ტყვეობიდან ტყვეთა გაცვლის ფარგლებში დაბრუნდა, შვიდი თანამებრძოლი დახვრიტა ლენინგრადის ოლქის სოფელ კამენკაში და გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. გამოცემა Sever Realii-ს ცნობით, ის დღემდე დაკარგულია.
🔴 იაგუშევი ვოლგოგრადის ოლქში რაიონული პოლიციის ოფიცრად მუშაობდა. იგი სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებისთვის იყო გასამართლებული და სასჯელის მოხდის დროს ტრაქტორის ქურდობისთვის დააკავეს. ყოფილმა პოლიციელმა პატიმრობისგან თავის დაღწევის მიზნით, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და უკრაინის წინააღმდეგ ომში წავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ, იაგუშევი ტყვედ ჩავარდა.
📍 ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, ის აპირებდა მშობლიურ სოფელ ატამანოვკაში (ვოლგოგრადიდან ჩრდილოეთით 170 კმ-ში) დაბრუნებას, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ გათავისუფლებაზე უარი უთხრა და ახალი კონტრაქტის გაფორმება აიძულა. იაგუშევი მსახურობდა ლენინგრადის სამხედრო ოლქში დისლოცირებულ რუსეთის თავდაცვის მე-6 არმიის 69-ე დივიზიის 83-ე მოტომსროლელ პოლკში, სადაც ავტომატიდან გახსნილი ჯერით 7 თანამებრძოლი მოკლა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა