უკრაინის სპეცოპერაციების ძალებმა დაარტყეს სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას

უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ს ქალაქ სარატოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ეს დღეს, 16 ოქტომბერს განაცხადეს თავად სპეცოპერაციების ძალების სარდლობამ და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
მათი განცხადებით, სარატოვის ქარხანა, რომელსაც დღეს დაარტყეს, რუსული არმიის მომარაგებაშია ჩართული.
რუსეთის ხელისუფლებას სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე შეტევის შესახებ არაფერი უთქვამს. თავდაცვის სამინისტრომ დილით მხოლოდ ის განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში განადგურებული 51 უკრაინული დრონიდან 12 სარატოვის ოლქში ჩამოაგდეს.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა რუსეთის ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის მფლობელიც კომპანია „როსნეფტია“, დრონებით შეუტიეს ზუსტად ერთი თვის წინაც, 16 სექტემბერს. ამავე ქარხანაზე დარტყმა იყო 2025 წლის იანვარში, თებერვალსა და აგვისტოშიც.
ს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.
თავის მხრივ, რუსეთის ჯარები პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ უკრაინის ენერგოსისტემას – ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების ობიექტებს.
ფორუმი