უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული „სუ -34“ ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული „სუ -34“ ჩამოაგდეს. – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
„მინუს ერთი, ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ. „სუ-34“-ის ეკიპაჟი ჩვენს რუბრიკას, „მარადიული ფრენა, ძმებო!“, უერთდება“, – განაცხადა ნიკოლაი ოლეშჩუკმა.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული გამანადგურებელ-ბომბდამშენი აღმოსავლეთის მიმართულებით ჩამოაგდეს.
„რუსულ დათვს პატარა ნაჭრებად შევჭამთ. ერთად – გამარჯვებამდე! P.S. ჭორები ვრცელდება, რომ ბოლო დროს ცუდ ხასიათზე ვარ. ამის უფლება არ მაქვს! ასეთი საბრძოლო მოქმედებებით, ეს უბრალოდ მშვენიერია!“, – აღნიშნა ოლეშჩუკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გამყრელიძე – ოპოზიცია მზად ვართ, დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეული ვადის მერე ვერ შევჯერდებით ერთიან კანდიდატურაზე და მთავრობაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც