უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 11 შაჰიდიდან 10 ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 2 დეკემბრის ღამეს ს საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით შაჰიდები და Kh-59 ტიპის რაკეტები ისროლეს – მათი ცნობით, გაანადგურეს 10 ირანული წარმოების დრონი ერთი რაკეტა.
ამასთან, როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, გასული ღამის განმავლობაში ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით მტრის 21 თავდასხმა მოიგერიეს. მათივე განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში 84 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
ოკუპანტების სამიზნე გახდა ლუჰანსკის ოლქი, ასევე, დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლება. უკრაინის ცნობით, თავდასხმები განხორციელდა სუმის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და მიკოლაივის ოლქებზეც.